ახალი ამბები

რა უფლება ჰქონდა, რომ მანდატების გაუქმების საკითხით ვაჭრობდა? — ბოკერია თალაკვაძეზე

22 იანვარი, 2021 • 917
რა უფლება ჰქონდა, რომ მანდატების გაუქმების საკითხით ვაჭრობდა? — ბოკერია თალაკვაძეზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, გაუგებარია, აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილებას იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვეს, რომ პარლამენტიდან გადიან.

ასე გამოეხმაურა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციის წევრებისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკანონმდებლო ორგანო ერთ კვირაში იმსჯელებს და,  შესაბამისად, ერთი კვირა რჩება იმისათვის, რომ  ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკების თავიანთ პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ.

“რა უფლება ჰქონდა, რომ ამით საერთოდ ცდილობდა ბრიყვულად ვაჭრობას? ნათელი იყო, რომ არ გაუვიდოდა მინიმალური თავმოყვარეობის მქონე არცერთ მოქალაქესა თუ პოლიტიკოსთან, მაგრამ აქამდეც კი სამარცხვინო იყო მათი საქციელი”, – განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციას 1 კვირა რჩება საბოლოო გადაწყვეტილებისთვის — თალაკვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი