ახალი ამბები

ბაიდენმა ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად ტრანსგენდერი ქალი წარადგინა

19 იანვარი, 2021 • 1892
ბაიდენმა ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად ტრანსგენდერი ქალი წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად ტრანსგენდერი ქალი, დოქტორი რეიჩელ ლევინი წარადგინა.

როგორც CBS წერს, თუ ლევინს სენატი დაამტკიცებს ის პირველი ღიად ტრანსგენდერი იქნება, რომელიც ფედერალურ თანამდებობას დაიკავებს.

ლევინი, რომელსაც განათლება ჰარვარდში აქვს მიღებული, ამჟამად პენსილვანიის ჯანდაცვის მდივნის თანამდებობას იკავებს:

“დოქტორი რეიჩელ ლევინი ჩვენს გუნდს შესძენს ძლიერ ლიდერულ უნარებსა და საჭირო ექსპერტულ ცოდნას, რომელიც დაგვეხამრება პანდემიასთან გამკლავებაში, განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილის, რასის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობისა.

ის პასუხობს ყველა გამოწვევას, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე დგას ამ კრიტიკულ მომენტში და მის მიღმა” ,- ნათქვამია ჯო ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის მომავალმა ვიცე-პრეზიდენტმა კამილა ჰარისმა კი განაცხადა, რომ დოქტორი ლევინი გამორჩეული საჯარო მოხელეა, რომლის ცოდნა და საექსპერტო გამოცდილება დაეხმარება ქვეყანას პანდემიის შეკავებაში და მოქალაქეების კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი