ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ანქვაბი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა | სოხუმი

18 იანვარი, 2021 • 1494
ანქვაბი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა | სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის ცნობით, აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის გამო რუსეთშია ჰოსპიტალიზებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო,  ექიმთა კონსილიუმის გადაწყვეტილებით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე   გადაიყვანეს.

ოფიციალური ცნობით, ამჟამად სპეციალისტები მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც “სტაბილურად მძიმეს”.

ანქვაბი რუსეთში 7 იანვარს გუდაუთის ცენტრალური საავადმყოფოდან გადაიყვანეს. მედიკოსთა ჯგუფმა გადაწყვეტილება დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად მიიღო.


ალექსანდრ ანქვაბს კორონავირუსი 30 დეკემბერს დაუდგინდა. იგი მკურნალობას თავდაპირველად საკუთარ სახლში გადიოდა და ექიმების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. 4 იანვრიდან მისი მდგომარეობა დამძიმდა და საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია. ანქვაბი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ მომუშავე ძირითადი დაწესებულებაა დე ფაქტო აფხაზეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი