წუხელ ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზია “ლიბრეს” უცნობი პირები თავს დაესხნენ. ინფორმაციას TV4 ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორი კაცი სუპერმარკეტში შეიჭრა და პირადი ანგარიშსწორების მიზნით მოლარე-კონსულტანტს ფიზიკურად გაუსწორდა. თანხა წაღებული არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მაღაზიას, სავარაუდოდ, თავს ორი პირი დაესხა. ისინი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
ფოტო გარეკანზე: TV4