ახალი ამბები

საქართველოში უახლოეს მომავალში აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი — ტიკარაძე

12 იანვარი, 2021 • 1155
საქართველოში უახლოეს მომავალში აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი — ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება  შესაძლებელი. ამის შესახებ მან აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.

“ელჩთან მნიშვნელოვანი  შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო.  ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან  აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი,“ -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმა “კოვაქსს” არ აქვს შეძენილი კონკრეტული ვაქცინა, რომელსაც წევრ სახელმწიფოებს გაუნაწილებს.

საქართველო ვაქცინების შესაძენად 17 მილიონამდე დოლარის დახარჯვას გეგმავს, რაც საშუალოდ, 700 ათასი ადამიანის ასაცრელად იქნება განკუთვნილი. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, თანხის ნაწილი წინასწარაა გადახდილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი