2021 წლის 11 იანვრის მონაცემებით, დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, აფხაზეთში კორონავირუსის 10 097 შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი აქტიური შემთვევაა.
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ის პირადი ანგარიშით თვითონვე გაავრცელა.
“თავს ნორმალურად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში”, – აცხადებს დაურ კოვე.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში ეს არ არის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა. ინფიცირებულები არიან დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია და პრემიერ- მინისტრი ალექსანდრე ანქვაბიც.
ასლან ბჟანია მკურნალობას საკუთარ რეზიდენციაში გადის, ალექსანდრე ანქვაბს კი რუსეთის კლინიკაში მკურნალობენ, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს.
დღეს, 11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ასლან ბჟანიამ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დროებით წარადგინა ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ვლადიმერ დელბა.