საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 11 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა, ხოლო გარდაიცვალა 23 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 880.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის, 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით,3 527 კი -PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 239 780-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 226 215-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 2 796 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა,
- აჭარა – 62,
- იმერეთი – 84,
- ქვემო ქართლი – 24,
- შიდა ქართლი -14,
- გურია – 13,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48,
- კახეთი – 41,
- მცხეთა-მთიანეთი – 41,
- სამცხე-ჯავახეთი – 23,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 743, საიდანაც 3 929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 506 ადამიანი.