საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 11 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა, ხოლო გარდაიცვალა 23 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 880.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის, 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით,3 527 კი -PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  239 780-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880  პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  226 215-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 2 796 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა,
  • აჭარა – 62,
  • იმერეთი – 84,
  • ქვემო ქართლი – 24,
  • შიდა ქართლი -14,
  • გურია – 13,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48,
  • კახეთი – 41,
  • მცხეთა-მთიანეთი – 41,
  • სამცხე-ჯავახეთი – 23,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 743, საიდანაც 3 929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 506 ადამიანი.