ახალი ამბები

მუხიანში ხანძრისას მაშველებმა ლეკვი გადაარჩინეს

11 იანვარი, 2021 • 920
მუხიანში ხანძრისას მაშველებმა ლეკვი გადაარჩინეს

მუხიანში, სავაჭრო ცენტრ “ჩემპიონში” ხანძრის ქრობის სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველებმა შენობაში ლეკვი იპოვეს და გადაარჩინეს. ინფორმაციასა და ფოტოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს

მუხიანის დასახლებაში, ბაზრობა “ჩემპიონის” ტერიტორიაზე, 10 იანვრის ღამით ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ეკიდა ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ შენობას, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების სასაწყობე ფართები და საამქროები. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

პრესრელიზის მიხედვით, იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე ბაზრობის სიახლოვეს არსებულ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აფეთქების საფრთხე დროულად აღკვეთეს.  უწყება ასევე აღნიშნავს, რომ მეხანძრეებმა შენობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა მოახერხეს.

“ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”, – ამბობს უწყება.

ხანძარი მუხიანში, ბაზრობა “ჩემპიონის” ტერიტორიაზე[ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი