ახალი ამბები

ხანძარი მუხიანში, ბაზრობა “ჩემპიონის” ტერიტორიაზე[ფოტო]

11 იანვარი, 2021 • 1154
ხანძარი მუხიანში, ბაზრობა “ჩემპიონის” ტერიტორიაზე[ფოტო]

მუხიანის დასახლებაში, ბაზრობა “ჩემპიონის” ტერიტორიაზე, 10 იანვრის ღამით ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ეკიდა ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ შენობას, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების სასაწყობე ფართები და საამქროები. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

” შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა. დამატებით დაიწყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება. სულ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოცხადდა 21 ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები”, – წერს უწყების პრესსამსახური.

პრესრელიზის მიხედვით, იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე ბაზრობის სიახლოვეს არსებულ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აფეთქების საფრთხე დროულად აღკვეთეს.  უწყება ასევე აღნიშნავს, რომ მეხანძრეებმა შენობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა მოახერხეს:

“ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”.

ფოტოები: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი