საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ღამის განმავლობაში ტყისა და მინდვრის 2 ხანძარი ჩააქრეს.
მათივე ცნობით, ღამის განმავლობაში გაჩნდა 2 ახალი კერა – გურიაში, მამათში და სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში.
როგოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გურიასა და ასპინძაში ხანძრები ლიკვიდირებულია და ერთი კერაა დარჩენილი სამეგრელოში – დობერაზენში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.