ახალი ამბები

თებერვალში კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ მოცულობას ველოდებით — ტიკარაძე

8 იანვარი, 2021 • 1370
თებერვალში კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ მოცულობას ველოდებით — ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინას საქართველოში თებერვალში ელოდებიან.

მისი თქმით, თებერვალში შემოტანილი ვაქცინა მოწყვლად ჯგუფებზე გადანაწილდება.

“დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, რაც გულისხმობს იმას, რომ თებერვლის თვეში ველოდებით საქართველოსთვის კოვაქს პლატფორმიდან გარკვეული ვაქცინის მოცულობას, რომელიც შესაბამისად იქნება გადანაწილებული იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლისთვისაც ვირუსის გავრცელება არის ყველაზე მეტად რისკის შემცველი”, — განუცხადა ტიკარაძემ “იმედს”.

ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმა “კოვაქსს” არ აქვს შეძენილი კონკრეტული ვაქცინა, რომელსაც წევრ სახელმწიფოებს გაუნაწილებს.

საქართველო ვაქცინების შესაძენად 17 მილიონამდე დოლარის დახარჯვას გეგმავს, რაც საშუალოდ, 700 ათასი ადამიანის ასაცრელად იქნება განკუთვნილი. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, თანხის ნაწილი წინასწარაა გადახდილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი