ახალი ამბები

პატრიარქმა მოსახლეობას შობა მიულოცა, თუმცა ეპისტოლე არ წაუკითხავს

7 იანვარი, 2021 • 1277
პატრიარქმა მოსახლეობას შობა მიულოცა, თუმცა ეპისტოლე არ წაუკითხავს

საშობაო წირვაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას შობა მიულოცა და დალოცა.

თუმცა დღეს საშობაო ეპისტოლე არ წაუკითხავს.

„გილოცავთ შობის დღესასწაულს. ღმერთმა დიდი მადლი გაგატანოთ ამ ტაძრიდან, დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა, საქართველო და მთელი მსოფლიო“, – ასე მიმართა მან მრევლს მსახურების ბოლოს.

ნეტგაზეთმა ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი