ახალი ამბები

მზადდება ვაქცინის დანერგვის გეგმა – გაბუნია

6 იანვარი, 2021 • 1140
მზადდება ვაქცინის დანერგვის გეგმა – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის გეგმა მზადდება.

დღეს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე გაბუნიას ჰკითხეს, ხომ არ აცრილა საქართველოს რომელიმე მოქალაქე კორონავირუსის ვაქცინით. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ასეთი პრეცედენტი ჯერ არ მომხდარა.

„მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, თუნდაც ერთი დოზა. მარტივად ეს ამბავი არ ხდება. დღეს ჩვენ განვიხილავთ სამივე ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას, „ფაიზერის“, „მოდერნასა“ და ასტრაზენეკას – ეს არის ყველა ის ვაქცინა, რომელმაც მიიღო FDA-ს ან ევროპის მარეგულირებლის ავტორიზაცია.

მზადდება ვაქცინის დანერგვის გეგმა, რომლის ფორმალიზაცია მოხდება, ვფიქრობ, მომდევნო კვირის ბოლომდე და ყველა ის ეტაპი, რაც ჩვენ უნდა გავიაროთ ვაქცინის მისაღებად, განხორციელდება გეგმის შესაბამისად“, – ამბობს ის.

კითხვაზე, თუ ვინ აიცრება პირველი ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის შემდეგ, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, ეს ხანდაზმული მოსახლეობა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი