ახალი ამბები

თელავში გაშლილ საპროტესტო კარავს მანქანა ისევ დაეჯახა | აქტივისტები

5 იანვარი, 2021 • 1025
თელავში გაშლილ საპროტესტო კარავს მანქანა ისევ დაეჯახა | აქტივისტები

ქალაქ თელავში გაშლილ საპროტესტო კარავს, აქტივისტების განცხადებით, ავტომობილი კვლავ დაეჯახა.

პროტესტის მონაწილე ლაშა ხუსკივაძე ინფორმაციას საკუთარი Facebook-ის საშუალებით ავრცელებს.

აქციის მონაწილეებს კარავი თელავში, თეატრის შენობის წინ აქვთ გაშლილი. მათი ცნობით, კარავს ავტომობილი პირველ იანვარსაც დაეჯახა, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

მათივე განცხადებით, ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი