ახალი ამბები | რეკლამა |

ის, რაც შთაგვაგონებს, ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე – National Geographic – ის მეასე გამოცემა

5 იანვარი, 2021 | | 688
ის, რაც შთაგვაგონებს, ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე – National Geographic – ის მეასე გამოცემა

იანვრის თვეში ჟურნალ National Geographic საქართველოს მეასე ნომერი გამოვიდა. ჟურნალი 2012 წლიდან გამოიცემა ქართულ ენაზე და მისი ძირითადი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნებისმიერი საბუნებისმეტყველო, ისტორიული თუ სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების, აგრეთვე ტექნოლოგიების სფეროებში.

2021 წელს National Geographic Magazine-ი სპეციალური გამოცემით იწყებს. გამოცდა, იზოლაცია და იმედი იანვრის ნომრის მთავარი თემებია და პირველად, National Geographic Magazine-ის 133-წლიან ისტორიაში გთავაზობთ კონკრეტული წლის ფოტორეტროსპექტივას. 

პანდემია და მასთან დაკავშირებული სირთულეები, საპროტესტო ტალღა, რომელმაც სხვადასხვა მიზეზით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იფეთქა თუ ბუნებრივი კატასტროფები მთელ დედამიწაზე − მხოლოდ ზოგადად აღწერს 2020 წელს.

„იანვარის პუბლიკაცია მართლაც განსაკუთრებულია, ის გახლავთ National Geographic Magazine – საქართველოს მე-100 ნომერი, რომელიც კონკრეტულ წელიწადს მივუძღვენით. 2020 წელი ნამდვილად არ მოგვენატრება, თუმცა ის, ალბათ, არც დაგვავიწყდება, ამიტომ გადავწყვიტეთ მსოფლიოს უნიჭიერესი ფოტოგრაფების ნამუშევრებით წარმოგვედგინა თქვენთვის 2020 წელი და შევეცადეთ ერთიანად დაგვენახა პროცესი, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ – გამოცდის, განცალკევებისა და იმედის“. – ნათია ხულუზაური, მთავარი რედაქტორი.

National Geographic მსოფიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალია, რომელიც 1888 წლიდან გამოდის. იგი იბეჭდება 37 ენაზე და 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. National Geographic-ს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 მილიონი მკითხველი ყავს.

“National Geographic საქართველო” უმაღლესი დონის ფოტოგრაფიის თანხლებით მარტივად მოგითხრობთ ამბებს ისეთი სფეროებიდან როგორიცაა, ისტორია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია/ეთნოგრაფია, რელიგიათმცოდნეობა, ახალი ტექნოლოგიები, მედიცინა, ბიოლოგია, ფიზიკა, ასტრონომია/ასტროფიზიკა, გეოგრაფია, მეტეოროლოგია/კლიმატი, გეოლოგია, ველური ბუნება და არქიტექტურა. ეს არასრული ჩამონათვალია, რადგან ჩვენ ვაშუქებთ ყველა იმ სფეროს, რომელსაც „ზურგს უმაგრებს“ ნებისმიერი მიმართულების აკადემიური მეცნიერება.

ჟურნალის გამოცემის პარალელურად, National Geographic საქართველოს ამოცანებია საქართველოში გეოგრაფიული, არქეოლოგიური, ისტორიული, ბიოლოგიური და სხვა ნებისმიერი საბუნებისმეტყველო სპეციალიზირებული ფუნდამენტური თუ გამოყენებითი კონკრეტული კვლევების ხელშეწყობა და მათი განხორციელება. ჟურნალი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან. 

ქართულენოვანი ჟურნალის პირველი ნომერი 2012 წლის ოქტომბერში გამოვიდა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობოლი ბრენდის საქართველოში შემომყვანი და ქართულენოვანი გამოცემის მხარდამჭერი კომპანია „სილქნეტია“. 

მასალების გადაბეჭდვის წესი