ახალი ამბები

ინჯია “პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს და “ევროპელი სოციალისტების” შექმნას აანონსებს

5 იანვარი, 2021 • 1810
ინჯია “პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს და “ევროპელი სოციალისტების” შექმნას აანონსებს

ფრიდონ ინჯია, რომელიც პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით შევიდა, სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს. ამის შესახებ მან დღეს, 5 იანვარს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალ პარტიას — “ევროპელ სოციალისტებს” აყალიბებებს, რომლის ყრილობასაც მომავალ შაბათს აანონსებს.

“პარლამენტში შესვლასთან ერთად, მე ვტოვებ „პარტიორტთა ალიანსს”. ეს ჩემთვის მტკივნეული გადაწყვეტილებაა, რადგანაც წლების მანძილზე ბევრი რამ მაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის. ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ეს რამდენიმე ასეული ათასი ლარით აისახება, როგორც შენატანი[…] დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. ამასთანავე, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, დავით თარხან – მოურავს, გენერალურ მდივანს, ირმა ინაშვილს, რომ მოგვცა საშუალება ვიყოთ ამ პარლამენტში ამ სტატუსით”, — განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მანამდე, ამავე პარტიის სამმა წევრმა და ლიდერმა – ირმა ინაშვილმა, გოჩა თევდორაძემ და გიორგი ლომიამ- საპარლამენტო მანდატზე უარი განაცხადა. თუმცა ამ მანდატს „პატრიოტთა ალიანსის“ სამი სხვა წევრი – გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია- დათანხმდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი