საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში დასტურდება.
მთავრობის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2 316 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი – 961
- აჭარა – 125
- იმერეთი – 420
- ქვემო ქართლი – 124
- შიდა ქართლი – 154
- გურია – 40
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 201
- კახეთი – 185
- მცხეთა-მთიანეთი – 57
- სამცხე-ჯავახეთი – 16
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 620, საიდანაც, 4 012 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 944, აჭარაში – 365, იმერეთში – 763. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 888 პირი, მათ შორის, თბილისში – 383, აჭარაში – 93, იმერეთში – 208.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 22, იმერეთში – 36. 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 – თბილისში, 457 – აჭარაში, 26 – იმერეთში. 1 845 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციითვე, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 3 77 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 24 689.
საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 232 079 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 222 787 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 646 გარდაიცვალა.
კორონავირუსი: 18 გარდაცვლილი და 2316 ახალი შემთხვევა – 5 იანვარი