ახალი ამბები

კორონავირუსი: 18 გარდაცვლილი და 2316 ახალი შემთხვევა – 5 იანვარი

5 იანვარი, 2021 • 994
კორონავირუსი: 18 გარდაცვლილი და 2316 ახალი შემთხვევა – 5 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 382 ადამიანი.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  14 511  კვლევა ტესტით, მათ შორის 9 300 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 211- PCR ტესტით“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 232 079 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 222 787 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 646 გარდაიცვალა.

თბილისი – 961; იმერეთი – 420 | კორონავირუსის განაწილება 5 იანვარს

მასალების გადაბეჭდვის წესი