ახალი ამბები

კორონავირუსი: 24 საათში ჩატარებული 3 845 ტესტი და 594 ახალი შემთხვევა – 4 იანვარი

4 იანვარი, 2021 • 1698
კორონავირუსი: 24 საათში ჩატარებული 3 845 ტესტი და 594 ახალი შემთხვევა – 4 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონვირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე თქმით, ამავე პერიოდში 1 963 პირი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ტესტირებას, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 845  კვლევა ტესტით, მათ შორის 2 199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 646 – PCR ტესტით.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 594 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა – 64, იმერეთი – 87, ქვემო ქართლი – 24, შიდა ქართლი – 20, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

26 თებევრლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 229 763 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 222 405 გამოჯანმრთელდა, ხოლო  2 628 გარდაიცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი