კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი – ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი გარდაიცვალა. 

ინფორმაციას მღვდელმსახურის გარდაცვალების შესახებ საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს. 

მას ხვალ, 4 იანვარს დაკრძალავენ. 

3 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში საქართველოში 31 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ 19-ით. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ვირუსს საქართველოში სილ 2603 ადამიანი ემსხვერპლა.