ახალი ამბები

წალენჯიხის ტყეში ხანძარი ჩამქრალია

3 იანვარი, 2021 • 1071
წალენჯიხის ტყეში ხანძარი ჩამქრალია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის ტყეში ხანძარი უკვე ჩამქრალია. 

ამის შესახებ “ნეტგაზეთს”  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

ხანძარი ფოთლოვანი ტყეში გაჩნდა და ორი კერა იყო. რთული რელიეფის და ხილვადობის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ავტო ტექნიკა ვერ მიიყვანეს და ხანძრის ადგილამდე მეხანძრეები ქვეითად მივიდნენ. 

ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ იყო. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ასევე ზიანის ოდენობა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი