ახალი ამბები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სქურის მთაზე, ხანძარია

2 იანვარი, 2021 • 761
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სქურის მთაზე, ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სქურის მთაზე, ხანძარია. ინფორმაციასა და ფოტოებს ადგილიდან ჟურნალისტი ცირა გვასალია ავრცელებს.

“ჩემი სოფლის მოპირდაპირედ – ყოფილი კურორტი სქურის მთაზე, კარიერის ზემოთ, ხანძარია.

არ ვიცი, რა სახეობის ხეები ხარობს იქ, მაგრამ შორიდან ჩანს, რომ სწრაფად ედება და იწვის. აქ მშრალი ამინდები იყო ბოლო პერიოდში”, დაწერა მან “ფეისბუქზე”.

გვასალიას თქმით, 112-ში 18:10 წუთზე დარეკა.

“მითხრეს, რომ ჰყავთ 8-ტონიანი რეზერვუარიანი მანქანა. ვერტმფრენი – არა. იმედი მაქვს, დროზე მოვლენ” – აღნიშნავს ის.

“ნეტგაზეთი” დამატებით ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ელის. უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე[19:57] აღნიშნულ ხანძარზე ინფორმაცია არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი