ახალი ამბები

გათავისუფლებული სოციალური მუშაკი სამუშაოზე უვადოდ აღადგინეს | EMC

30 დეკემბერი, 2020 • 1135
გათავისუფლებული სოციალური მუშაკი სამუშაოზე უვადოდ აღადგინეს | EMC

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლებული სოციალური მუშაკი სამუშაოზე უვადოდ აღადგინეს.

“EMC 2020 წლის თებერვლიდან სასამართლოს გზით იცავს სოციალური მომსახურების სააგენტოდან უკანონოდ გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკთა უფლებებს. მათგან ერთ-ერთ სოციალურ მუშაკსა და მის დამსაქმებელს, „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ შორის მორიგება შედგა და სოციალური მუშაკი სამსახურში უვადოდ აღდგა”, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, 2019 წელს სოციალური მუშაკების ნაწილი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, რომელთა ინტერესების დაცვასაც EMC აგრძელებს.

“2019 წლის 11 დეკემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, იმის ნაცვლად, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სოციალური მუშაკი ახლად შექმნილ სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში“ კონკურსგარეშე გადაეყვანათ, 33 სოციალური მუშაკი, შესაბამისი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლეს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტო გარეკანზე: სოციალური მუშაკების გაფიცვა/სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.