ახალი ამბები

500 ტონა მილები მოიპარეს გლდანში ქუჩების მოწყობისას – კალაძე

30 დეკემბერი, 2020 • 4056
500 ტონა მილები მოიპარეს გლდანში ქუჩების მოწყობისას – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების მოწყობისას 500 ტონა მილები მოიპარეს.

კალაძე ამბობს, რომ მილების მოპარვის ამბავი იმ საქმეს დაერთვება, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა პროკურატურაში უკვე გააგზავნა.

უწყება განმარტავს, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში სერიოზული პრობლემებისა და სამუშაოების ხარვეზიანად წარმათვის შემდეგ  თბილისის ბიუჯეტი 85 000 ლარით დაზარალდა.

„იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული კონკრეტულ  საკითხებთან დაკავშირებით და ამაზე გენერალურ პროკურატურაში გადაგზავნილია დოკუმენტაცია შემდეგი მოკვლევის მიზნით. გარდა ამისა, გამოიკვეთა მეორე სავარაუდო დანაშაული:

ის ძველი მილები, რომლებიც იყო მიწაში განთავსებული და რომელიც ამოიღეს, დასაწყობებული იყო. თუმცა დღეს ეს მილები აღარ არის, მოიპარეს. ეს იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება, აქ საუბარია 500 ტონა ლითონის მილების გატაცების ფაქტზე, მინიმუმ 200 ათასი ლარის ზარალზეა საუბარი“, – ამბობს კალაძე და დასძენს, რომ საქმე მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება.

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია 2019 წლის მაისში დაიწყო და ძირითადი სამუშაოები, მათ შორის ასფალტის ზედა ფენის დაგება, 2020 წლის ივნისში დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

ვრცლად წაიკითხეთ:

რატომ არის გლდანი გადათხრილი – კალაძე კონტრაქტორ კომპანიას აფრთხილებს

გარეკანი ფოტო: გადათხრილი ხიზანიშვილის ქუჩა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი