ახალი ამბებირეკლამა

5 უახლესი მინისერიალი, რომელიც ერთ დღეში შეგიძლია ნახო

29 დეკემბერი, 2020 • 5902
5 უახლესი მინისერიალი, რომელიც ერთ დღეში შეგიძლია ნახო

დრო არის ის, რაც ყველას ძალიან ცოტა გვაქვს. როგორი უნდა იყოს სერიალი ამ აჩქარებულ სამყაროში? ალბათ ზომიერი და არა წლების განმავლობაში სეზონებად გაწელილი. სწორედ ასეთი,  უახლესი მინი-სერიალები შევარჩიეთ,  რომლებიც 2020 წელს HBO-მ, BBC-მ, SKY ORIGINAL-მა და NBC-მ გადაიღო. სერიალები ერთადაა თავმოყრილია SilkTV-ის კინოკატალოგში Amediateka

[blue_box]მესამე დღე | The Third Day | HBO, 2020[/blue_box]

ქალი და მამაკაცი ბრიტანული სანაპიროებისკენ მიდიან სამოგზაუროდ.

სემი უცნაური კუნძულის სტუმარია და ცდილობს ხელი შეუშალოს ადგილობრივ რიტუალებს, რაც მას წარსულის ტრავმებს ახსენებს. ელენა საკუთარი თავის ძიების პროცესშია. ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის იშლება.

დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ეს უახლესი, ერთობლივი მინისერიალი სულ 6 სერიისგან შედგება. მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ მსახიობები: ჯუდ ლოუ, მარკ ლევი ჯონსი და ჯონ დაგლიში. ფილმის რეჟისორი მარკ მადენი და ფილიპა ლოუტორპია.

IMDB 7.9

[blue_box]განადგურება | The Undoing 2020 | HBO, 2020[/blue_box]

6 სერიისგან შემდგარი ამერიკული, დრამატული ჟანრის სერიალი წარმატებულ თერაპევტ გრეის საქსზეა. მთავარ გმირს ისეთი ცხოვრება აქვს, როგორზეც ოცნებობდა: ჰყავს ერთგული მეუღლე და პატარა ბიჭუნა, რომელიც ნიუ იორკის ელიტარულ კერძო სკოლაში დადის.

ერთი ღამის განმავლობაში მის თავს ერთდროულად მრავალი უბედურება დატრიალდება: ძალადობრივი სიკვდილი, გაუჩინარებული ქმარი და საშინელებათა მთელი წყება.

საერთო უბედურების პირისპირ დარჩენილი და უძლურების გამო სასოწარკვეთილი ცდილობს დაანგრიოს ერთი ცხოვრება და შექმნას მეორე საკუთარი თავისა და  შვილისთვის.

რეჟისორ სიუზენ ბირის მინისერიალში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი, ჰიუ გრანტი და ედან ალექსანდერი ასრულებენ.

IMDB 7.5

 

[blue_box]მნათობები | The Luminaries | BBC, 2020[/blue_box]

„მნათობები“ რეჟისორ კლერ მაკარტის ბრიტანული სათავგადასავლო სერიალია.

თავგადასავლის სიუჟეტი 1960 წელს ახალ ზელანდიაში ვითარდება, ოქროს ციებ-ცხელების დროს.

სერიალში ყველაფერია, რაც მაყურებელს ბოლო სერიამდე აჯაჭვავს ეკრანს: სიყვარული და ეჭვიანობა, მკვლელობა და მოულოდნელად განვითარებული ამბები – ყველაფერი, რაც შეიძლება თან სდევდეს ქალის და მამაკაცის არსებობას სამყაროში, სადაც ისინი თვითდამკვიდრებას ცდილობენ.

IMDB 6.3

[blue_box]ეშმაკებიDevils | SKY ORIGINAL, 2020[/blue_box]

სათავგადასავლო სერიალში მასიმო რუჯერო საინვესტიციო ბანკის კომერციული დირექტორია, რომელიც ფინანსების სამყაროში დომინიკ მორგანმა, ბანკის გენერალურმა დირექტორმა შეიყვანა.

მასიმომ გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი უნდა დაიკავოს, მაგრამ კოლეგის უეცარი თვითმკვლელობის გამო, რომელიც მასიმოს ყოფილ ცოლთან იყო დაკავშირებული, დომინიკი უარს ამბობს მასიმოს დაწინაურებაზე.

მასიმო ცდილობს გაიგოს სიმართლე მომხდარის შესახებ და მალე ხვდება, რომ საკონტინენტთაშორისო ფინანსური ომების ცენტრში აღმოჩნდა.

მასიმომ უნდა გადაწყვიტოს, შეუერთდება თუ იბრძოლებს ეშმაკების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანთა ბედისწერას მართავენ.

IMDB 7.0

[blue_box]ზოის უჩვეულო ფლეილისტი | Zoey’s Extraordinary Playlist | NBC, 2020[/blue_box]

კომედიური ჟანრის 12-სერიან მიუზიკლში ახალგაზრდა ქალი აღმოაჩენს, რომ მას აქვს უნარი გარშემომყოფთა ყველაზე ფარული ფიქრებიც კი სიმღერებად წაიკითხოს.

ეს ამერიკული მუსიკალური სერიალი რეჟისორმა ოსტინ უინსბერგმა გადაიღო. ფილმში გმირების ემოციები და ურთიერთობები მუსიკალური წარმოდგენების საშუალებითაა ნაჩვენები.

IMDB 8.2

მასალების გადაბეჭდვის წესი