ახალი ამბები

მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება პირველ ივლისამდე გაუგრძელდა

29 დეკემბერი, 2020 • 1756
მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება პირველ ივლისამდე გაუგრძელდა

საქართველოს პარლამენტმა 81 ხმით მიიღო “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებები, რომლითაც მთავრობას 6 თვით გაუხანგრძლივდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობას იზოლაციის და კარანტინის წესის დადგენისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შესაბამისი შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება პირველ იანვრამდე ჰქონდა. საკანონდმებლო ცვლილების შედეგად, გასატარებელი დროებითი ღონისძიებების ვადამ 2021 წლის პირველ ივლისამდე გადაიწია.

კანონპროექტსი ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ლადო კახაძე, ზაალ მიქელაძე, ზაზა ლომინაძე და დავით სერგეენკო.

საქართველოს მთავრობამ შეზღუდვები 31 იანვრის ჩათვლით ჯერ კიდევ პარლამენტის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებამდე დააანონსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი