ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დანიშნეს

29 დეკემბერი, 2020 • 2051
ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დანიშნეს

ჟურნალ „სითის“ რედაქტორი ეკა ხოფერია აფხაზეთის ა/რ მთავრობაში განათლებისა და კულტურის უწყებას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ეკა ხოფერიამ „ნეტგაზეთთან“ დაადასტურა.

ეკა ხოფერიას თქმით, მინისტრის პოზიციაზე დღეს, 29 დეკემბერს ოფიციალურად წარადგენენ და პირველი სამუშაო დღე ექნება.

აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შეთვაზება, ხოფერიას განმარტებით, აფხაზეთის ა/რ-ის ხელმძღვანელის, რუსლან აბაშიძისგან მიიღო.

“ჩვენ გვქონდა პროექტი „მე აფხაზეთისთვის“, ჟურნალ “სითიში”, რომელიც სამინისტროს ახალგაზრდულ დეპარტამენტთან ერთად გავაკეთეთ. სწორედ ამის შემდეგ მივიღე ბატონი რუსლანისგან შეთავაზება ამ თანამდებობის დაკავებაზე. რამდენიმე კვირა ვიფიქრე შეთავაზებაზე და დავთანხმდი”, – განუცხადა ხოფერიამ ნეტგაზეთს.

მისივე განმარტებით, სამომავლო გეგმებისა და პროექტების შესახებ საუბარს მედიასთან უკვე მოგვიანებით შეძლებს.

თავად აფხაზეთში ქართული მხარის მიერ რეალობის აღქმის პრობლემად აფასებენ თბილისში არსებულ აფხაზეთის ა/რ მთავრობას და მის სამინისტროებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი