ახალი ამბები

დენი გაძვირდა

29 დეკემბერი, 2020 • 1832
დენი გაძვირდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის გადაწყვეტილებით, “თელასისა” და “ენერგო პროს” აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი გაეზრდებათ.

საყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის ტარიფი 3.5 თეთრამდე იზრდება, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის კი ტარიფი 10-დან 15 თეთრამდე იზრდება.

დროებითი ტარიფების მიხედვით, რომელიც 6- თვიანი ვადით დაწესდა, “ენერგო პროს” სამომხმარებლო ტარიფი ასე გმაოიყურება:

0-101 კილოვატზე – 17.731 თეთრი;
101-301 კილოვატზე – 21.707 თეთრი;
301-ზე მეტ კილოვატზე – 26.227 თეთრი.

რაც შეეხება “ენერგო პროს” არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ტარიფად განისაზღვრა:

110-35 კვ. – 28.267 თეთრი;
10-6-3.3 კვ. – 30.879 თეთრი;
0.4 კვ. – 31.960 თეთრი.

ტარიფის ზრდა შეეხებათ “თელასის” აბონენტებსაც. კერძოდ, სამომხმარებლო ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხამრებლებისთვის ასე გნაისაზღვრა:

0-101 კილოვატზე – 18ლ041 თეთრი;
101-301 კილოვატზე – 22.053 თეთრი;
301-ზე მეტ კილოვატზე – 26.537 თეთრი.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფებს, “თელასის” აბონენტებისთვის ტარიფი შეადგენს:

11-35 კვ. – 27.370 თეთრს;
10-6-3.3 კვ. – 29.646 თეთრს;
0.4 კვ. – 32.931.

დღეს, 29 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ  2021 წელს მთავრობა სუბსიდირებას გაუწევს ელექტროენერგიის დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის.

მისი თქმით, საქართველოში არის სულ მილიონ 700 ათასი აბონენტი, აქედან მილიონ 600 ათასი აბონენტი მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს. გახარიას თქმით, ეს იმას ნიშანვს, რომ სუბსიდირება შეეხება მოქალაქეების 95% -ს.

მისივე თქმით, მთავრობა ყველა იმ ადგილობრივ კომპანიას, რომელიც საკვებ პროდუქტებს აწარმოებს, 2021 წელს 50%-ით დაუსუბსიდირებს. დღევანდელ  და გაზრდილ ტარიფს შორის  სხვაობას.

2021 წელს ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატს ბიუჯეტი დაასუბსიდირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი