ახალი ამბები

სააკაშვილმა მელიას “პირველ ელექტორნულ კენჭისყრაში” გამარჯვება მიულოცა

27 დეკემბერი, 2020 • 764
სააკაშვილმა მელიას “პირველ ელექტორნულ კენჭისყრაში” გამარჯვება მიულოცა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას “პირველი ელექტრონული კენჭისყრის” მეშვეობით “ნაციონალური მოძრაობის” თამჯდომარედ არჩევას ულოცავს.

“ვულოცავ უმაგრეს ლიდერს ნიკა მელიას – “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარედ პირველ ელექტრონულ კენჭისყრაში არჩევას. უახლოეს პერიოდში, როგორც კი შეიცვლება ივანიშვილის უზურპატორი დიქტატურა, ჩვენ მოვახდენთ ინიცირებას, ყველა გადაწყვეტილების ფართო დემოკრატიული ბაზით – ელექტრონულად კენჭისყრით მიღების და ეს იყო ამის პირველი მშვენიერი გამოცდილება”, – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკზე.

მან ასევე მელიას უოფილი კონკურენტის, ლევან ვარშალომიძის შესახებაც დაწერა და აღნიშნა, რომ ის მისი უძველესი მეგობარი და თანამებრძოლია. სააკაშვილის თქმით, ვარშალომიძე “წინააღმდეობის მოძრაობის რჩება ერთ-ერთ მთავარ ლიდერად” რჩება და ის დარწმუნებულია, რომ “საქართველოს შემდგომ ხელისუფლებაში ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება”.

სააკაშვილის განმარტებით, ელექტრონულ კენჭისყრაში ადამიანების ჩართულობის ხარისხი ძალიან მაღალი იყო.

ენმ-მ რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელშიც მოქალაქეებს კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დისტანციურად შეეძლოთ.

პარტიაში ამბობენ, რომ ამ არჩევნებში 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა უმეტესმა ნაწილმა ნიკა მელიას მისცა ხმა. მელიას ოპონენტმა, ლევან ვარშალომიძემ ხმების 36.1% აიღო.

წინასწარი შედეგით ენმ-ის თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს

მასალების გადაბეჭდვის წესი