ახალი ამბები

თებერვალ-მარტში მოსახლოების 20%-ისთვის საჭირო ვაქცინა ჩამოვა – ტიკარაძე

22 დეკემბერი, 2020 •
თებერვალ-მარტში მოსახლოების 20%-ისთვის საჭირო ვაქცინა ჩამოვა – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში 2021 წლის თებერვალ-მარტში ჩამოვა მოსახლეობის 20%-ისთვის საჭირო ვაქცინა. ამის შესახებ ტიკარაძემ კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, საქართველოს ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს ვაქცინების გლობალურ ალიანსთან, რომლის მიხედვითაც ქვეყანა თავად შეძლებს ვაქცინის შერჩევას და დროულად მიღებას:

“სექტემბერში სამინისტრომ კოვაქს პლატფორმასთან გააფორმა ორმხრივი ვალდებულების ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობისა და ვაქცინების გლობალურ ალიანსს შორის შეთანხმებას ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვაში დახმარების თაობაზე. შეთანხმებულია მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციისთვის საჭირო ოდენობის მოწოდება მომდევნო წლის თებერვალ-მარტში. ამისთვის ქვეყანამ უკვე გადარიცხა 16 მილიონი ლარი და შედეგად მივიღებთ ვაქცინის შერჩევის და დროულად მიღების უფლებას”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ დროისთვის ევროპისა და აშშ-ის მარეგულირებლებს მხოლოდ ორი – Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები – აქვთ დამტკიცებული.

რა ინფრასტრუქტურაა საქართველოში ვაქცინის დასანერგად — გამყრელიძის განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი