ახალი ამბებირეკლამა

რა არის ტექნიკის მაღაზია

21 ოქტომბერი, 2020 • 844
რა არის ტექნიკის მაღაზია

საოჯახო ტექნიკა – ეს გახლავთ ელექტრონული, მექანიკური მოწყობილობები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ და სწორედ ამ ფუნქციებით ხდება მათი კლასიფიცირება.

საოჯახო მოწყობილობების არსებობა ასწლეულს ითვლის, ელექტრო ან სხვა მსგავსი ტიპის ავტონომიური მოწყობილობები აქტიურად მე-20 საუკუნიდან ვითარდება. ამგვარი ტექნიკის გაჩენა დაკავშირებულია სურვილთან – დაზოგილიყო დრო, ძალისხმევა და მეტი დრო გაჩენილიყო დასვენებისთვის. 

ტექნიკის მაღაზიებში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია შემდეგი მოწყობილობები:

მსხვილი სამომხმარებლო ტექნიკა:

  • კონდიციონერები;
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანები;
  • სარეცხი და საშრობი მანქანები;
  • მაცივარი და საყინულე;
  • გაზქურები და ღუმელები;
  • მიკროტალღური და ინდუქციური საცხობები და ა.შ.

მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, როგორც წესი, უმეტესად წარმოდგენილია თეთრ, ვერცხლისფერ და შავ ფერში, თუმცა თანადათანობით პოპულარობას იკრებს ორიგინალური შეფერილობის სამომხმარებლო მოწყობილობებიც.

წვრილი ტექნიკა

წვრილი სამომხმარებლო მოწყობილობები – ეს არის მცირე ზომის ელექტრო ტექნიკა, რომელთა გადაადგილება და დამონტაჟება მარტივია. ამ კატეგორიის მოწყობილობებს მიეკუთვნება:

  • წვენსაწური;
  • მიქსერი;
  • ხორცსაკეპი მანქანა;
  • ყავის აპარატი;
  • სამზარეულოს კომბაინი;
  • ელექტრო ჩაიდანი;
  • ბლენდერი;
  • ტოსტერი;
  • მცირე ზომის საცხობები;
  • მტვერსასრუტი და სხვა.

კიდევ ერთი კატეგორიაა გასართობი და საოფისე სამომხმარებლო ტექნიკა:

  • ტელევიზორი;
  • კომპიუტერული ტექნიკა;
  • სხვადასხვა მუსიკალური მოწყობილობა;
  • ვიდეო კამერა;
  • ელექტრო მაღვიძარა;
  • გეიმინგ-კონსოლი;
  • სახლის კინოთეატრი;
  • ტელეფონი;
  • საბეჭდი მოწყობილობები.

რაც შეეხება სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიებს, დღესდღეობით ხელმისაწვდომია რეალური სავაჭრო წერტილი – სივრცე, სადაც უშუალოდ განთავსებულია მოწყობილობები, მეორე კი ემყარება ვირტუალურ სივრცეს.

პრინციპში, ორივე მოდელში თითქმის მსგავსი პროცესები მიმდინარეობს. ესენია ბიზნეს-გეგმა, ნივთების შესყიდვა, მოხმარებლებთან კომუნიკაცია, რეკლამა და მარკეტინგი, საწყობისა და ბუღალტერიის მართვა და ასე შემდეგ. 

ელექტრონული კომერციის უპირველესი და მთავარი უპირატესობაა ხშირ შემთხვევაში შოურუმებთან შედარებით ნაკლები ფასი. თუკი ონლაინ-მაღაზიას უფასო მიწოდების სერვისი აქვს – ეს დამატებითი უპირატესობაა.

ონლაინ-ვაჭრობის მეორე უპირატესობაა მომხმარებლის დროისა და ენერგიის დაზოგვის საშუალება. დღევანდელი აქტიური ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ასევე თუ გავითვალისწინებთ მსოფლიო პანდემიურ ვითარებას, ბევრ ადამიანს არ აქვს დრო და ხშირ შემთხვევაში არც სურვილი – საათობით იაროს სავაჭრო სივრცეებში და ადგილზე შეარჩიოს სასურველი ნივთები. სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ-რეჟიმში პროდუქციის შერჩევა კი შესაძლებელია დროის ნებისმიერ მონაკვეთში, თუნდაც არასამუშაო დროს: შედეგად მომხმარებელი დაზოგავს დროს, ენერგიას, თავიდან აირიდებს ხალხთან უშუალო კონტაქტს და შერჩეულ მოწყობილობას მიიღებს სახლიდან გაუსვლელად.

ოფლაინ-მაღაზიის დადებითი მახასიათებლებია:

პროდუქტის უშუალოდ ნახვის შესაძლებლობა –  რა თქმა უნდა, ონლაინ-ვაჭრობის პირობებშიც ხელმისაწვდომია აღწერა, ფოტო და ვიდეო, ასევე ონლაინ-კონსულტაცია, თუმცა ზოგიერთი მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ფიზიკურ მაღაზიაში მივიდეს და ადგილზე შეამოწმოს ესა თუ ის მოწყობილობა. 

მომენტალური შესყიდვის შესაძლებლობა – მომხმარებელს არ უწევს მიწოდებას დაელოდოს. ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით ხელსაყრელია მაშინ, როდესაც მომხმარებელს საჩქაროდ სჭირდება შეძენა – პირადი მოხმარებისთვის ან სასაჩუქრედ. 

როგორც ფიზიკური, ასევე ონლაინ-მაღაზიები ნივთებს გასცემენ შესაბამისი საგარანტიო პირობებით. ასევე, ორივე მათგანში გვხვდება აქციები, ფასდაკლებები, განსაკუთრებული შეთავაზებები მომხარებლებისთვის.

საბოლოო ჯამში, დღესდღეობით ონლაინ-ვაჭრობის განვითარების ტემპი სულ უფრო მეტად მატულობს, თუმცა ოფლაინ-ტიპის მაღაზიებს ჯერ კიდევ აქტიურად სტუმრობენ მთელ მსოფლიოში ადამიანები. 

ყოველთვის კარგია, როდესაც მომხმარებელს დიდი არჩევანის საშუალება აქვს – ყველა მსურველს შეუძლია განხილიოს, შეაფასოს, შეადაროს ფასი, პირობები და გააკეთოს ხელსაყრელი, გონივრული, ოპტიმალური არჩევანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი