ახალი ამბებირეკლამა

როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი – რეკომენდაციები სწორი არჩევანისთვის

20 ნოემბერი, 2020 • 3427
როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი – რეკომენდაციები სწორი არჩევანისთვის

მიუხედავად გარეგნული მსგავსებისა, ტელევიზორების მოდელები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ოპტიმალური არჩევანი საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. 

თხელი, მკაფიო, ფუნქციონალური – ასეთია თანამედროვე ტელევიზორები. მკვეთრი და კონტრასტული გამოსახულება დღეს აღარავის უკვირს, ამიტომ მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ გაზარდონ ეკრანის ზომა და გაფართოება, დაუმატონ სიმძლავრე აუდიო სისტემას, წარადგინონ ახალი ფუნქციები. 

დასაწყისისთვის საჭიროა განვსაზღვროთ მოწყობილობის გარეგნული ტიპი და მატრიცა. სწორედ ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული ფერთა გამის ხარისხი, თვალთახედვის კუთხე და მოწყობილობის ფასი.

დღესდღეობით ყველაზე ფართოდაა გავრცელებული თხევადკრისტალური (LCD) ტელევიზორები. ამგვარი მოწყობილობები თხელია და მსუბუქი, ადვილია მათი კედელზე დაკიდება, დიდ ადგილს არ იკავებენ ოთახში. თანამედროვე LCD ტელევიზორებში გამოყენებულია შუქდიოდური (LED) ფონური განათება.

ეკრანების დამზადებისას გამოიყენება რამდენიმე ტექნოლოგია. მათ შორის ამჟამად ყველაზე პოპულარული ტიპებია: TN, IPS, VA/MVA/PVA, PLS.

როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი - რეკომენდაციები სწორი არჩევანისთვის

თანამედროვე ტიპის ტელევიზორებს მიეკუთვნება:

  • OLED ტელევიზორები – აქვთ ორგანული შუქდიოდების მქონე დისპლეი. მათი მთავარია მახასიათებლებია: კონტრასტულობის მაღალი დონე, ფართო თვალთახედვის კუთხე, მოძრავი ობიექტების მკაფიო გამოსახულება ხარვეზების გარეშე. OLED ეკრანებს არ აქვს ფონური განათება – თითოეული პიქსელი სინათლეს დამოუკიდებლად ასხივებს, როდესაც მათზე ელექტროძაბვა მოხვდება.
  • QLED – ეკრანი კვანტური პიქსელებით. მახასიათებლებით იგი წინა ტიპს ჰგავს, თუმცა მისი ენერგომოხმარება 30%-ით ნაკლებია. შესაძლებელია დამზადდეს არა მხოლოდ სტანდარტული, ბრტყელი, არამედ სხვა ნებისმიერი ფორმის (რკალისებრი, მრგვალი და ა.შ) ეკრანი. ამგვარი ტექნოლოგიის მქონე ტელევიზორებში წარმოდგენილია საუკეთესო ხარისხის სიკაშკაშე და კონტრასტულობა, რომელთა ხარისხი არ ეცემა ნებისმიერი განათების პირობებში. ასევე, არ იცვლება გამოსახულება, რომელი მხრიდანაც უნდა შევხედოთ.
  • SUHD – ითარგმნება, როგორც სუპერმაღალი სიმკვეთრე. გამოიყენება LG-ს უახლეს ტელევიზორებში.

ეკრანის ზომა და გაფართოება

უნდა განვსაზღვროთ, რა დიაგონალის მქონე ტელევიზორი გვჭირდება და სად ვაპირებთ მის განთავსებას, რათა არ მოხდეს ისე, რომ დიდი ზომის ოთახში იდგეს ტელევიზორი, რომელშიც არაფერი გამოჩნდება მოშორებიდან. ან პირიქით – მეტად პატარა სივრცეში დავდოთ დიდი ტელევიზორი და ზიანი მივაყენოთ მხედველობას.

ამის შემდეგ განვსაზღვროთ ეკრანის გაფართოება:

  • HD 1366 х 768 – ბიუჯეტური ვარიანტი, გამოსახულების საშუალო დონე. 
  • FullHD 1920 х 1080 – კარგი ხარისხის გამოსახულება, აღმოფხვრილია კადრის დამახინჯების შემთხვევები.
  • 4K/UltraHD 3840 х 2160 – დღესდღეობით ერთ-ერთი მეტად პოპულარული ფორმატი მაღალი ხარისხის გამოსახულებით.
  • 8K 7680 х 4320 – ტელევიზორები 8K გაფართოებით ტელევიზორების ბაზრის ახლო მომავალია. ამ ტიპის ტელევიზორები განკუთვნილია უფრო მეტად კომერციული მიზნების და არა საოჯახო მოხმარებისთვის.

როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი - რეკომენდაციები სწორი არჩევანისთვის

ცალკე ყურადღება უნდა დაეთმოს კიდევ ერთ ნიუანსს. მოწყობილობის მახასიათებლების აღწერაში შესაძლოა შეგვხვდეს აბრევიატურები – HDR და HDR10. პირველი ტექნოლოგია ნიშნავს მუქ და ნათელ ტონებს შორის მაღალი კონტრასტულობის დონეს, ასევე წითელი, ლურჯი და მწვანე ფერების დამატებით შეფერილობას დისპლეიზე. შედეგად, გამოსახულება იღებს უფრო რეალისტურ სახეს. HDR10 ფორმატში მხარდაჭერილია კიდევ უფრო სიღრმისეული ფერები, რისი წყალობით ფორმირდება მეტად რეალისტური და ცოცხალი  გამოსახულება. ეს სტანდარტი რეალიზებულია 4K გაფართოების მქონე ტელევიზორებში.

უახლესი ტიპის ტელევიზორები გამოიყენება არა მხოლოდ საეთერო გადაცემებისა და ფილმებისთვის, არამედ მათ აქვთ მთელი რიგი სასარგებლო ფუნქციონალი, მაგალითად Wi Fi, ხმოვანი მართვა, ჟესტებით მართვა. ეს ყველაფერი რეალიზებულია სმარტ-ტელევიზორებში – გაჯეტებში, რომელთაც ინტერნეტთან აქვთ წვდომა. შედეგად შესაძლებელია დიდ ეკრანზე ვუყუროთ YouTube-ს, ფილმებს, შევიდეთ სოციალურ ქსელებში. შესაძლებელია ფლეშ-მეხსიერების ბარათის მიერთება და მასში მოცემული კონტენტის დიდ ეკრანზე ნახვა. ამგვარი ტელევიზორის მართვა შესაძლებელია პულტით, მობილური მოწყობილობით ან ხმოვანი ბრძანებებით.

ტელევიზორის შერჩევისას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება უსადენო და სადენიან ინტერფეისებს. ანალოგური და ციფრული სიგნალების გადაცემისთვის საჭიროა DVI და HDMI კონექტორები. დამატებითი აკუსტიკური სისტემის დაკავშირებისთვის – აუდიოდრაივერი.

ბოლოსკენ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ სამომავლოდ წინ გველის ახალი ფორმ-ფაქტორის მოწყობილობების გამოსვლა. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს დრეკადი პანელები, რომელთა დახვევა და მარტივად გადაადგილება იქნება შესაძლებელი. ასევე – მოდულური აგრეგატები, რომლებსაც მფლობელი სურვილისამებრ შეუცლის ფორმას, დისპლეის გაფართოებას, გვერდების შეფარდებას. უკვე შექმნილია რამდენიმე მცირე ზომის ცალკეული პანელისგან შემდგარი მოწყობილობები, რომლის დეტალები ჯამში ერთიან დიდ დისპლეის ქმნიან. მომავალი სწორედ ამგვარი მოწყობილობებისაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი