ახალი ამბები

სუპერმარკეტებში ხშირად ვხედავ რიგებს – ბოლქვაძე სიღარიბეზე

11 დეკემბერი, 2020 • 3328
სუპერმარკეტებში ხშირად ვხედავ რიგებს – ბოლქვაძე სიღარიბეზე

საქართველოს მე-10 მოწვევის დეპუტატი და „ქართული ოცნების“ ახალი სახე, პიანისტი ელისო ბოლქვაძე საქართველოში სიღარიბის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ სუპერმარკეტებში ხშირად ხედავს დიდ რიგებს.

ბოლქვაძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „ფორმულას“ ჟურნალისტმა ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე ჰკითხა.

„პირველი დღეა, რაც მე საკანონმდებლო ორგანოში შემოვაბიჯე [ფეხი], ამიტომ ამაზე კომპეტენტური ვერ ვარ და გავეცნობი აუცილებლად. პროცენტულად საქართველო რომ ძალიან  არ არის ეკონომიკურად მძლავრი ქვეყანა, ეს ვიცით, მაგრამ არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნები, და ბევრი ამაზე ცუდად ცხოვრობს.

თუნდაც ის, რასაც მე ვხედავ, თუ გინდათ ჩემი გამოცდილებიდან – ხშირად, სუპერმარკეტებში ვხედავ ძალიან დიდ რიგებს და მე ვფიქრობ, რომ – სად არის ბალანსი, ვერ ვიხდი ფულს, იმდენი ხალხია და აბა, ეს ვინ ხალხია? ქართველები არ არიან?“ ,- ამბობს ის.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე საფრანგეთში შეადგენს 41 463 აშშ დოლარს, საქართველოს მონაცემი კი თითქმის 10-ჯერ ნაკლები – 4 717 აშშ დოლარია.


დღეს, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა ჩატარდა, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაესწრნენ. მათი ნაწილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბა და ხელმოწერით დააფიქსირა, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და აუქმებენ საარჩევნო სიებს.

ელისო ბოლქვაძე: გგონიათ, სოციალური მდგომარეობა პარიზში კარგია?!

მასალების გადაბეჭდვის წესი