ახალი ამბები

თბილისი – 2 067; იმერეთი – 708 | კორონავირუსის განაწილება 10 დეკემბერს

10 დეკემბერი, 2020 • 767
თბილისი – 2 067; იმერეთი – 708 | კორონავირუსის განაწილება 10 დეკემბერს

ბოლო 24 საათში კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. დღევანდელ სტატისტიკას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც უწყება ამბობს, ახალი 4 570 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 2067
  • აჭარა – 331
  • იმერეთი – 708
  • ქვემო ქართლი – 352
  • შიდა ქართლი – 214
  • გურია – 72
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 325
  • კახეთი – 272
  • მცხეთა-მთიანეთი – 133
  • სამცხე-ჯავახეთი – 75
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 938, საიდანაც 6 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-3 017, აჭარაში-991, იმერეთში-1 357.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, თბილისში-515, აჭარაში -155, იმერეთში-259. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, მათგან თბილისში-205, აჭარაში-54, იმერეთში-77.

3 524 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 144-თბილისში, 1 715-აჭარაში, 370-იმერეთში. 18 496 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

უწყება ასევე ამბობს, რომ საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 019 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 50 724.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 178 953 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 148 332 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 657 გარდაიცვალა.

კორონავირუსი | 43 გარდაცვლილი და 4 570 ახალი შემთხვევა – 10 დეკემბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი