ახალი ამბები

კორონავირუსი | 43 გარდაცვლილი და 4 570 ახალი შემთხვევა – 10 დეკემბერი

10 დეკემბერი, 2020 • 960
კორონავირუსი | 43 გარდაცვლილი და 4 570 ახალი შემთხვევა – 10 დეკემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 4 570 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა ტესტით, მათ შორის, 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918  PCR ტესტით.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა  3 045 პირი.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 178 953 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 148 332 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 657 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი