ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ სოხუმში დაპატიმრებული ბებუას დასაცავად | NGO-ები

9 დეკემბერი, 2020 • 812
რა უნდა გააკეთოს მთავრობამ სოხუმში დაპატიმრებული ბებუას დასაცავად | NGO-ები

აფხაზეთის დროშის დაწვისთვის ბრალდებული ეთნიკურად ქართველი ირაკლი ბებუას საქმეს საქართველოში უფლებამდაცველი ორგანიზაციები კვლავ ეხმაურებიან.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის პოზიტიური ვალდებულებების გათვალისწინებით „უფლებები საქართველო“ და EMC  მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს:

  • გამოიყენოს ყველა გონივრული პოლიტიკური, დიპლომატიური, სამართლებრივი და სხვა ზომა უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოცემის მიზნით. მათ შორის, ეს საქმე გახადონ ჟენევის მოლაპარაკებებისა და სხვა არაფორმალური პოლიტიკური კომუნიკაციის ფარგლებში პრიორიტეტული განხილვისა და გადაწყვეტის საგანი;

  • ირაკლი ბებუას პატიმრობის პერიოდში უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

ხელმომწერები ორგანიზაციები,ასევე გამოთქვამენ მზადყოფნას, ირაკლი ბებუას უფლებების დასაცავად გამოიყენონ როგორც  ეროვნული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის მექანიზმები.

2020 წლის,7 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დაკავებულ ირაკლი ბებუას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

“უფლებები საქართველო” და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევენ, რომ ირაკლი ბებუას მიმართ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა დააკავეს მიმდინარე წლის 30 სექტემბერს გალში აფხაზური დროშის დაწვის ფაქტზე. ირაკლი ბებუას განმარტებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენდა პროტესტის გამოხატვის სიმბოლურ ფორმას აფხაზებისა და ქართველების დაყოფის ფაქტთან დაკავშირებით.

ჟენევის დისკუსიები — ბებუას იმედი აფხაზეთში 4.5-წლიანი პატიმრობის ასაცილებლად

მასალების გადაბეჭდვის წესი