საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 1637 თბილისში დადასტურდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული სტატისტიკა მოწმობს.

უწყების ინფორმაციით, ახალი 4 734 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 637
  • აჭარა – 489
  • იმერეთი – 823
  • ქვემო ქართლი – 372
  • შიდა ქართლი – 381
  • გურია – 93
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 377
  • კახეთი – 328
  • მცხეთა-მთიანეთი – 143
  • სამცხე-ჯავახეთი – 73
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 900 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  3 025, აჭარაში – 998, იმერეთში – 1 325.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 147  პირი, მათ შორის, თბილისში – 537, აჭარაში – 159, იმერეთში – 247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 406 პირი, მათგან თბილისში – 215, აჭარაში – 31, იმერეთში – 52. 3 689 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 158 – თბილისში,  1 846 – აჭარაში, 393 – იმერეთში. 16 867  პირი ვირუსის მკურნალობიურსს  საცხოვრებელ ბინაზე გადის“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია  1 126 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 51 430.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 174 383 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 145 287 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1614 გარდაიცვალა.

38 გარდაცვლილი და 4734 ახალი შემთხვევა – 9 დეკემბერი