ახალი ამბები

38 გარდაცვლილი და 4734 ახალი შემთხვევა – 9 დეკემბერი

9 დეკემბერი, 2020 • 910
38 გარდაცვლილი და 4734 ახალი შემთხვევა – 9 დეკემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 38 პაციენტი. სტატისტიკას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში ჩატარდა 20 959 ტესტი, აქედან,  13 166  ანტიგენი და 7 793 PCR. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს – ბოლო 24 საათში 3895 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 174 383 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 145 287 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1614 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი