12 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, შემთხვევა შიდა ქართლის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა.
პირველადი ინფორმაციით, ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ეჭვმიტანილი 60 წლამდე ასაკის მასწავლებელია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.