ახალი ამბები

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 785 პირი დაჯარიმდა – შსს

7 დეკემბერი, 2020 • 947
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 785 პირი დაჯარიმდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 24 საათში 855 პირი დააჯარიმეს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 70 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, მათ შორის მოქალაქეები, ვინც დაარღვია 21:00-05:00 საათებს შორის გადაადგილების შეზღუდვის წესი. პირბადის ტარების წესის დარღვევაზე კი ბოლო 24 საათში შსს-მ 785 ადამიანი დააჯარიმა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 000 ლარით, იურიდიული კი 10 000 ლარით ჯარიმდება. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კი ჯარიმა 20 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი