ახალი ამბები

შიდა და გარე სივრცეში პირბადე სავადლებულო ხდება

17 აგვისტო, 2021 • 1465
შიდა და გარე სივრცეში პირბადე სავადლებულო ხდება

დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადე სავალდებულო ხდება. ახალი რეგულაციის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე, ტიკარაძემ თქვა, რომ პირბადის ტარება კორონავირუსის მეოთხე ტალღის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, პირბადეებზე მონიტორინგი განსაკუთრებით გამკაცრდება რესტორნებსა და სამასპინძლო დაწესებულებაში.

„სავალდებულო გახდა პირბადის ტარება გარე სივრცეში ყველგან.. თუ ვთქვათ, ვარჯიშობთ, დარბიხართ კუს ტბაზე, ლისის ტბაზე და ა.შ. იქ, რა თქმა უნდა, არავინ მოგთხოვთ პირბადის ტარებას, თუ მარტო ბრძანდებით. მაგრამ დანარჩენ სივრცეებში, როგორც ღიაში, ასევე დახურულში – ყველგან იქნება სავალდებულო“, – განმარტავს გამყრელიძე.

მანამდე, 9 აგვისტოს, ამავე საბჭომ გადაწყვიტა, რომ პირბადე სავალდებულო გახდა იმ საჯარო სივრცეებშიც, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იყრიდა თავს. დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, პირბადე აუცილებელია ყველა გარე სივრცეში.

დაავადებათა კონტროლის ეორვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსს 47 ადამიანი ემსხვერპლა. გარდა ამისა, გამოვლინდა ინფიცირების ახალი, 6 208 შემთხვევა.

47 გარდაცვლილი და 6208 ახალი შემთხვევა — 17 აგვისტო

მასალების გადაბეჭდვის წესი