ახალი ამბები

სხალთელ მთავარეპისკოპოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

7 დეკემბერი, 2020 • 1356
სხალთელ მთავარეპისკოპოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

სხალთელ მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს. მისი თქმით, მთავარეპისკოპოსი საავადმყოფოში მკურნალობს.

ანდრია ჯაღმაიძემ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პატრიარქთან დაკავშირბეითაც. მისი ცნობით, ილია მეორე საპატრიარქოში იმყოფება და ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდირებული ზომები და მასთან შეხვედრები შეზღუდულია.

მღვდელმთავარი სპირიდონი სხვა სასულიერო პირებთან ერთად გაზაფხულზე აქტიურად ეწინააღდეგებოდა სხვა დაწესებულებების მსგავსად ეკლესიების დროებით დახურვის ინიციატივას. ის საქართველოში პირველი ტალღისას პანდემიის მსუბუქ მიმდინარეობას ღვთისმშობლის მადლით ხსნიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი