ახალი ამბები

ოპოზიცია „ლელოს“ ოფისში სამსჯელოდ კიდევ ერთხელ შეიკრიბა

6 დეკემბერი, 2020 • 815
ოპოზიცია „ლელოს“ ოფისში სამსჯელოდ კიდევ ერთხელ შეიკრიბა

ოპოზიციური პარტიების ლიდერები „ლელოს“ ოფისში სამსჯელოდ დღეს, 6 დეკემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

შესვლამდე მათ ჟურნალსიტებთან განაცხადეს, რომ სამსჯელო თემა „ოცნებასთან“ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იქნება. თუმცა, დამატებით დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ.

„ჯერ ჩანიჩნული არ არის, მაგრამ მე ვვარაუდობ, რომ უახლოეს დღეებში ჩაინიშნება. შესაბამისად, ჩვენი დოკუმენტი, რომელიც ბოლო შეხვედრაზე ელჩებს გადავეცით – ამაზე იქნება მსჯელობა და ასევე, თუ დაინიშნა მესამე რაუნდი იმ სტრატეგიაზე [რომელიც გვექნება].

ასე რომ, ეს საკონსულტაციო შეხვედრაა შიდაოპოზიციური,რაიმე ფუნდამენტური გადაწყვეტილება დღეს არ მიიღება. იმიტომ, რომ ჩვენ პრინციპში ერთიან დოკუმენტზე, შევიმუშავეთ და ფასილიტატორი ელჩების საშუალებით გადავეცით „ოცნების“ წარმომადგნელებს,“ – ამბობს გიგი უგულავა.


რამდენიმე დღის წინ პარტია “ლელოს” ოფისში ოპოზიციის კონსულტაციები გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, ოპოზიცია ერთიანი რჩება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ნაწილში, ამავდროულად, “არსებობს შეთანხმების სხვა ელემენტებიც”. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მზად არიან, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში შუამავალ ელჩებს შეხვდენ და “განახლებული პოზიცია” გააცნონ, თუმცა არ ამბობენ, რაში მდგომარეობს ეს პოზიცია.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

რატომ ჭიანურდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრების III რაუნდი

მასალების გადაბეჭდვის წესი