ახალი ამბები

ბოლო 24 საათში ახალციხეში კორონავირუსით ორი ექიმი გარდაიცვალა – ევექსი

6 დეკემბერი, 2020 • 1322
ბოლო 24 საათში ახალციხეში კორონავირუსით ორი ექიმი გარდაიცვალა – ევექსი

ბოლო 24 საათში, ახალციხეში კორონავირუსით 2 ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს „ევექსმა“ დაუდასტურა, რომლის ჰოსტპიტალშიც ორივე ექიმი მუშაობდა.

როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, ორივე ექიმი 70 წლამდე იყო, მათ შორის ერთი – „მკურნალობას გადიოდა ტრავმატოლოგიურ კოვიდად ადაპტირებულ ჰოსპიტალში,“.

„სამწუხაროდ, აღნიშნულ პაციენტს ჰქონდა თანმდევი ქრონიკური დაავადებები, რის ფონზეც ვირუსი უფრო რთულად განვითარდა,“ – უთხრეს ნეტგაზეთს წერილობით პასუხში.

26 თებერვლიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 162 475 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 133 511 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 504 გარდაიცვალა.

ნახეთ ასევე:

საჩხერეში კორონავირუსი სასწრაფოს 24 თანამშრომელს დაუდასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი