ახალი ამბები

საჩხერეში კორონავირუსი სასწრაფოს 24 თანამშრომელს დაუდასტურდა

6 დეკემბერი, 2020 • 883
საჩხერეში კორონავირუსი სასწრაფოს 24 თანამშრომელს დაუდასტურდა

საჩხერეში კორონავირუსი სასწრაფოს 24 ექიმს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მიხეილ ქამუშაძე ადასტურებს.

ჟურნალისტებთან ის ყვება, რომ დღეისთვის კლინიკაში 180 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის, 57 რეანიმაციულ განყოფილებაში.

„აქედან სამი კრიტიკულია. ველოდებით, რომ დღეს 10 პაციენტი გავწეროთ. ჩვენთან იმყოფებიან ასევე სასწრაფოს თანამშრომლები, 24 მათგან დაინფიცირდა. ნაწილი ჩვენთან არის, ნაწილი ბინაზე მკურნალობს,“ – ამბობს ის.

ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უთხრეს, რომ საჩხერეს მუნიციპალიტეტს სასწრაფო დახმარების 3 ეკიპაჟი ემსახურებოდა, ახლა კი ემსახურება – 2.

26 თებერვლიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 162 475 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 133 511 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 504 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი