ახალი ამბები

ავტომობილები გუდაური-კობის გზაზე ზვავდამცავი გვირაბის გავლით იმოძრავებენ

6 დეკემბერი, 2020 • 734
ავტომობილები გუდაური-კობის გზაზე ზვავდამცავი გვირაბის გავლით იმოძრავებენ

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გუდაური კობის გზაზე გარკვეული შეზღუდვები წესდება.

უწყების ინფორმაციით ამ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალ ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი