ახალი ამბები

გუდაური-კობის მონაკვეთზე მანქანების გადაადგილება აიკრძალა

26 იანვარი, 2022 • 860
გუდაური-კობის მონაკვეთზე მანქანების გადაადგილება აიკრძალა

26 იანვრის დილის მონაცემებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მოძრაობის აკრძალვის მიზეზად გზების დეპარტამენტი ასახელებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობებს, რომლის თანახმადაც აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.

ამასთან, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით იქნება შესაძლებელი.

მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი