ახალი ამბები

წნევა სტაბილურია, გახდა კონტაქტური – კახი კავსაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა

5 დეკემბერი, 2020 • 810
წნევა სტაბილურია, გახდა კონტაქტური – კახი კავსაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა

მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ის მკურნალობს, აღნიშნავენ, რომ თუ დადებითი დინამიკა გაგრძელდება, კავსაძეს რამდენიმე დღეში გაწერენ.

“ბატონი კახის წნევა გახდა სტაბილური, ნევროლოგია იყო ძალიან ცუდი და გახდა კონტაქტური… დადებითი დინამიკა გვაქვს ამ ეტაპზე და თუ ასე გაგრძელდა, ალბათ ორშაბათს გადმოვიყვანთ განყოფილებაში და რამდენიმე დღეში დაუბრუნდება მის ლამაზ ოჯახს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ლევან რატიანმა, კლინიკის დირექტორმა.

85 წლის მსახიობი კლინიკაში 1 კვირის წინ, მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. მას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი