ნეტგაზეთი | თბილისი – 2 053, იმერეთი – 931 | კორონავირუსის განაწილება 5 დეკემბერს თბილისი – 2 053, იმერეთი – 931 | კორონავირუსის განაწილება 5 დეკემბერს – Netgazeti
RU | GE  

თბილისი – 2 053, იმერეთი – 931 | კორონავირუსის განაწილება 5 დეკემბერს

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დადასტურდა. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურ სტატისტიკაში ვკითხულობთ.

5 450 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 2 053
  • აჭარა – 453
  • იმერეთი – 931
  • ქვემო ქართლი – 339
  • შიდა ქართლი – 528
  • გურია – 84
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 434
  • კახეთი – 386
  • მცხეთა-მთიანეთი – 104
  • სამცხე-ჯავახეთი – 105
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს.

უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 306 ადამიანი.

მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი.

5450 ახალი შემთხვევა და 37 გარდაცვლილი – 5 დეკემბერი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან